14.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 18, 2026
banner

აშშ უარყოფს, რომ ირანმა რაკეტებით ამერიკულ სამხედრო გემს დაარტყა

apnews-ის ინფორმაციით, აშშ-ის სამხედრო უწყება უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ირანმა სამხედრო-საზღვაო ხომალდზე იერიში მიიტანა.  ამავდროულად, ამერიკული ძალები კომერციულ გემებს ჰორმუზის სრუტეში გაცილებას სთავაზობენ, სადაც ირანთან ომის დაწყების შემდეგ ასობით ხომალდია გაჩერებული. ბოლო ორი თვის განმავლობაში თეირანი თავს დაესხა ზოგიერთ გემს, სხვებს კი, რომლებსაც მისი ნებართვა არ ჰქონდათ, გადაადგილების საშუალება შეუზღუდა.

ირანული საინფორმაციო სააგენტოები, მათ შორის ნახევრადოფიციალური Fars-ი და ირანის შრომის საინფორმაციო სააგენტო (ILNA), ამტკიცებდნენ, რომ ირანმა სრუტის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ირანის პორტთან ახლოს, ამერიკულ ხომალდს დაარტყა და მას „საზღვაო უსაფრთხოებისა და ნავიგაციის ნორმების დარღვევაში“ დასდო ბრალი. გავრცელებული ცნობებით, ხომალდი იძულებული გახდა უკან გაბრუნებულიყო.

აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ „აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების არცერთ ხომალდზე თავდასხმა არ მომხდარა“.

აშშ-ის სამხედრო უწყების განცხადებით, ახალი ინიციატივა, რომელიც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კვირას დააანონსა, შესაძლოა მოიცავდეს მართვადი სარაკეტო გამანადგურებლებს, 100-ზე მეტ თვითმფრინავსა და 15,000 სამხედრო მოსამსახურეს, თუმცა კონკრეტულად რა სახის დახმარებას გაუწევენ ისინი გემებს, ჯერ დაზუსტებული არ არის. აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედმა „საზღვაო საინფორმაციო ერთობლივმა ცენტრმა“ გემებს ომანის წყლების გავლით გადაადგილების რეკომენდაცია მისცა და განაცხადა, რომ იქ „გაძლიერებული უსაფრთხოების ზონა“ შეიქმნა.

banner
წინა სტატიაშიევროპული დაზვერვის ცნობით, პუტინი უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს — მას სამხედრო გადატრიალებისა და მკვლელობის ეშინია
შემდეგი სტატია“მოიწვიე ფინედუ კლასში” – საქართველოს ბანკის თანამშრომლები 150-ზე მეტ სკოლაში ატარებენ ფინანსური განათლების გაკვეთილებს