აშშ-ს წარმომადგენლობითმა პალატამ ერთხმად მიიღო კანონი “უკრაინაში დემოკრატიისა და სტაბილურობის მხარდაჭრის შესახებ”

აშშ-ს წარმომადგენლობითმა პალატამ ერთხმად მიიღო კანონი “უკრაინაში დემოკრატიისა და სტაბილურობის მხარდაჭრის შესახებ”, რომელიც უკრაინაში ლეტალური იარაღის მიწოდებას უჭერს მხარს. შესაბამისი განცხადება 22 სექტემბერს გამოქვეყნდა კონგრესის ქვედა პალატის საიტზე.

“აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციას არ შეუძია პუტინს აფიქრებინოს, რომ შეერთებული შტატები მისი აგრესიის წინააღმდეგ მოქმედებებს ასუსტებს” – განაცხადა საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდმარემ ედ როისმა. კანონის თანახმად, მოსკოვის წინააღმდეგ სანქციები გაგრძელდება, კანონი ასევე, რუსეთის მიერ ყირიმის აგრესიას აღიარებს. “შესაბამისი სანქციები იქამდე დარჩება ძალაში, სანამ აშშ-ს პრეზიდენტი კონგრესს იმის მტკიცებულებებს არ წარუდგენს, რომ უკრაინამ სუვერენიტეტი აღადგინა” – ასეთი კომენტარი გაუკეთა უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ აღნიშნულ კანონს.

banner
წინა სტატიაშიგიგი წერეთელი ალექსანდრ კელჩევსკის შეხვდა
შემდეგი სტატიადონეცკი და ლუგანსკი კიევს ყველა ტყვეს გაუცვლის