„აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერს ნენსი პელოსს აქვს სრული უფლება ეწვიოს ტაივანს“

თეთრმა სახლმა კომენტარი გააკეთა პეკინის განცხადებებზე აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტის გარშემო შექმნილი ვითარების შესახებ.
ამის შესახებ თეთრი სახლის განცხადებაშია ნათქვამი.
„აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერს ნენსი პელოსს აქვს სრული უფლება ეწვიოს ტაივანს“, – ნათქვამია კონგრესის განცხადებაში.
ასევე აღნიშნულია, რომ შეერთებული შტატები არ გამორიცხავს ჩინეთის სამხედრო პროვოკაციებს.
პეკინის ქმედებებს შესაძლოა მოჰყვეს არასასურველი შედეგები, მაგრამ შეერთებული შტატების პროვოცირება, ვაშინგტონის დაშინება არ იქნება შესაძლებელი“, – ნათქვამია წერილში.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირი ტაივანის გამო ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ესკალაციისთვის ემზადება.
მაღალი რანგის დიპლომატები ამბობენ, რომ სიტყვიერი ომი შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის ტაივანის გამო “შეიძლება ადვილად გამწვავდეს”. მას ყურადღებით აკვირდებიან ევროპის დედაქალაქებში.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის საგარეო უწყებების ხელმძღვანელები რუსეთს მოუწოდებენ, შეწყვიტოს უპასუხისმგებლო და საშიში ბირთვული რიტორიკა
შემდეგი სტატიათეთრმა სახლმა ისაუბრა უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ახალ 550 მილიონი დოლარის პაკეტზე