აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ უკრაინისთვის 300 მილიონი დოლარის გამოყოფა დაამტკიცა

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ ხუთშაბათს კენჭი უყარა უკრაინის მხარდასაჭერად 300 მილიონი დოლარის გამოყოფას და დაამტკიცა.

როგორც გამოცემა Politico იუწყება, ეს თანხა განცალკევებულია აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტის პროექტიდან და დახმარების გამოყოფა ცალკე განიხილებოდა. გარდა ამისა, წარმომადგენელთა პალატამ მიიღო 826 მილიარდი დოლარის თავდაცვის ხარჯების კანონპროექტი.

იმის მიუხედავად, რომ ორივე პროექტი დამტკიცდა, დემოკრატები შიშობენ, რომ კანონპროექტების ცალ-ცალკე განხილვას რუსული პროპაგანდა სათავისოდ გამოიყენებს.

“რუსებს კარგად ეხერხებათ პროპაგანდა. წარმოაჩენენ ისე, თითქოს ამერიკა უარს ამბობს უკრაინის მიმართ თავის ვალდებულებების შესრულებაზე,” – განაცხადა დემოკრატმა ადამ სმიტმა, წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის წევრმა.

ერთი დღით ადრე ცნობილი გახდა, რომ რესპუბლიკელებმა აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში გადაწყვიტეს ამოეღოთ 300 მილიონი დოლარის დახმარება უკრაინისთვის თავდაცვის ხარჯების კანონპროექტიდან და ცალ-ცალკე მიეცათ ხმა.

უკრაინის დახმარება პოლიტიკურად სადავო გახდა, რესპუბლიკელებმა შეაფასეს მანევრი უკრაინისთვის ცალკე კანონმდებლობის შესაქმნელად.

banner
წინა სტატიაშიმომდევნო კვირებში პერსპექტივის მქონე და EU-ს კანდიდატი ქვეყნებისთვის გაფართოების ახალ ხედვას წარმოგიდგენთ – ვარჰეი
შემდეგი სტატიაოკუპანტებმა ზაპოროჟიის ოლქზე 116 საჰაერო იერიში მიიტანეს