23.5 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
banner

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ საქართველოში რუსულ-ჩინურ გავლენებზე აქტს მხარი დაუჭირა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა სახდეპს საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო საქმიანობის შესახებ ანგარიშის მომზადებასა და 5-წლიანი სტრატეგიის შემუშავებას ავალებს | ამის შესახებ საუბარია “კავკასიაზე ჩინეთის კონტროლის საწინააღმდეგო აქტში”, რომელიც წარმომადგენელთა პალატამ ცოტა ხნის წინ მიიღო

აღნიშნული აქტით წარმომადგენელთა პალატა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს დაზვერვისა და თავდაცვის მაღალჩინოსნებთან ერთად, ავალებს, რომ აქტის მიღებიდან არაუგვიანეს 180 დღეში წარადგინონ გასაიდუმლოებული ანგარიში, რომელიც საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო სამსახურების შეღწევასა და შესაძლო თანამშრომლობას შეეხება

ასევე, გასაიდუმლოებული ანგარიშის მომზადების გარდა, კანონპროექტი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს საქართველოსთან ურთიერთობების შესახებ აშშ-ს 5-წლიანი სტრატეგიის შემუშავებას ავალებს, რომელიც შეაფასებს ორმხრივ კავშირებს, აშშ-ს დაფინანსებას, საქართველოს შიდა პოლიტიკურ გარემოსა და განსაზღვრავს, უნდა გააგრძელოს თუ არა აშშ-მ საქართველოს მთავრობასთან პარტნიორობაში ინვესტიციების ჩადება

აღნიშნული აქტი წარმომადგენელთა პალატას რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა და მისმა დემოკრატმა კოლეგამ, სტივ კოენმა წარუდგინეს

banner
წინა სტატიაშირაუფოღლუ: ვაშინგტონი „ქართული ოცნების“ ჩინეთთან დაახლოებაზე მზარდ შეშფოთებას გამოხატავს
შემდეგი სტატიაუილსონი: ოცნების რეჟიმი, ხალხის საწინააღმდეგოდ, ქვეყანას ჩინეთზე, პუტინსა და ირანზე ყიდის