აშშ-ს წამლების სააგენტომ ჭარბწონიანებისთვის გასახდომი წამალი დაამტკიცა

აშშ-ს სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) დაამტკიცა პრეპარატი Wegovy (სემაგლუტიდი), ინექცია (2,4 მგ კვირაში ერთხელ) წონის მართვისთვის მოზრდილებში. პრეპარატი განკუთვნილია როგორც ჭარბწონიანობისთვის, ასევე, მასთან დაკავშირებული დაავადებების პროფილაქტიკისთვის, როგორიცაა წნევა, მეორე ხარისხის დიაბეტი ან ქოლესტერინი.

ამერიკელების დაახლოებით 70% იტანჯება ჭარბწონიანობისგან ან სიმსუქნისგან. ზედმეტი წონა ძალიან დიდი პრობლემაა ჯანმრთელობისთვის და ზოგ შემთხვევებში ის სიკვდილის გამომწვევი მიზეზიცაა. იწვევს, ასევე, გულის დაავადებებს, ინსულტს და დიაბეტს, გარკვეული ტიპის კიბოებსაც. ჭარბწონიან და სიმსუქნის მქონე ზრდასრულებში დიეტითა და ფიზიკური ვარჯიშებით წონის 5-10%-ით დაკლება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს ამცირებს – fda.gov/news-ი ოფიციალურ განცხადებაში წერს.

პრეპარატი Wegovy იმიტირებს გლუკაგონის მსგავსი პეპტიდი -1 (GLP-1) ჰორმონს, რომელიც თავის ტვინზე მოქმედებს და არეგულირებს აპეტიტს და საჭმლის მოთხოვნას. წამლის დოზა 16-20 კვირის მანძილზე თანდათანობით იზრდება, მისი მიღება კვირაში ერთხელ ხდება, რომ კუჭისა და ნაწლავების გაღიზიანება არ გამოიწვიოს. პრეპარატის გამოყენება სხვა სემაგლუტიდის შემცვლელ წამლებთან ერთად არ შეიძლება.

პრეპარატის გამოცდა დაახლოებით 4 ათას პაციენტზე მოხდა. ექსპერიმენტში მონაწილეთა საშუალო ასაკი 46 წელი იყო, მათგან 74% ქალები იყვნენ. საშუალო წონა – 105 კგ. პირებმა, ვინც პრეპარატი მიიღეს, მათგან განსხვავებით, ვინც პლაცებოს იღებდა, 12,4%-ით დაიკლეს. მეორე ტიპის დიაბეტის მქონე ექსპერიმენტში მონაწილე პირებმა 6,2%-ით დაიკლეს მათგან განსხვავებით, ვინც პლაცებოს იღებდა.

Wegovy-ს გვერდითი ეფექტებია ღებინება, დიარეა, ტკივილი მუცლის არეში, თავის ტკივილი, დაღლილობა, კუჭის გაღიზიანება, თავბრუსხვევა და სხვა. გარდა ამისა, პრეპარატმა, შესაძლებელია, ფარისებრი ჯირკვლსი კიბო გამოიწვიოს – წერს FDA

banner
წინა სტატიაშისაპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ახალი საპარლამენტო ფრაქციების რეგისტრაციის საკითხი განიხილა
შემდეგი სტატიასამხარაძე – ბიძინა ივანიშვილის მიერ წერილის გამოქვეყნება მნიშვნელოვანია, რათა ყველანაირ სპეკულაციას წერტილი დაესვას