”აშშ-ს სურს ნახოს, რომ საქართველო წარმატებას აღწევს როგორც დემოკრატიული ქვეყანა”

იან კელი

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, იან კელი ე.წ. კაბელების საქმეზე განცხადებას აკეთებს. დიპლომატმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ნებისმიერი დემოკრატიის მნიშვნელოვანი ასპექტი დამოუკიდებელი სასამართლოა:

„ამ საქმის დეტალებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, რადგან სააპელაციო პროცესი გრძელდება, მაგრამ გეტყვით იმას, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს სურს ნახოს, რომ საქართველო წარმატებას აღწევს როგორც თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყანა. ნებისმიერი დემოკრატიის მნიშვნელოვანი ასპექტი კი დამოუკიდებელი სასამართლოა, რომელიც თავისუფალია პოლიტიკური ჩარევისგან. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საარჩევნო წელს, ამიტომ ჩვენ საქმეს ყურადღებით დავაკვირდებით“, – განაცხადა იან კელიმ.

banner
წინა სტატიაშისერგო რატიანი: კალაძე უნდა დაიკითხოს, თუ არ დაიკითხება კალაძე, მალე დაიკითხება შოთაძე
შემდეგი სტატიადამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად სლოვენიაში ლიუბლიანას ციხესიმაგრე საქართველოს დროშის ფერებში განათდა