აშშ-ს სპეცსამსახურებს ეჭვი აქვთ, რომ ტრამპმა პუტინის დახმარებით გაიმარჯვა

ამერიკული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ს სპეცსამსახურები თითქმის დარწმუნებულნი არიან, რომ 8 ნოემბერს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპმა რუსეთის დახმარებით გაიმარჯვა.
ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დაქვემდებარებაში მყოფი უშიშროების უწყებებში თითქმის დარწმუნებულები არიან, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მოგებაში დონალდ ტრამპს რუსი ჰაკერების კიბერ თავდასხმები დაეხმარა. ამის შესახებ ინფორმაციას New York Times-ი ავრცელებს.
ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს გამოძიების წყაროებზე დაყრდნობით ანალოგიური ინფორმაციას ავრცელებს მეორე ამერიკული გამოცემა Washington Post-იც. გამოცემას ანონიმურმა წყარომ, რომელიც აშშ-ს უმაღლეს ეშელონებიდან ფლობს ინფორმაციას, განუცხადა, რომ გარკვეული ეჭვები არჩევნების შედეგებზე რუსეთის ხელისუფლების ზეგავლენისა გამართლდა.
შეგახსენებთ, რომ 9 დეკემბერს აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ 2016 წლის 8 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე კიბერ და გარე ზემოქმედებების დასადგენად, უსაფრთხოების სპეციალურ სამსახურებს გამოძიების დაწყების ბრძანება გასცა.

banner
წინა სტატიაში”რიყის დოქები” პირველ ადგილზეა
შემდეგი სტატიაგია ნოდია: ეს არის პოპულისტური ჯანყი ელიტების წინააღმდეგ