აშშ-ს სპეცსამსახურებმა ორლანდოს გეი-კლუბიდან ტერორისტის პირადი საუბრები გამოაქვეყნეს

აშშ-ს სპეცსამსახურებმა ორლანდოს გეი-კლუბიდან ტერორისტის პირადი საუბრები გამოაქვეყნეს

1111აშშ-ს სპეცსამსახურებმა ტერორისტ ომარ მატინის პირადი დიალოგის ნაწილი გამოაქვეყნეს – მან ორლანდოს გეი-კლუბშში ტერორისტული თავდასხმა მოაწყო.
“გულმოწყალე ალაჰის სახელით. დიდება ალაჰს, მის წინასწარმეტყველს კი – კეთილდღეობა და წყალობა. იცით, მე ორლანდოში ვარ და მე მოვაწყვე სროლის ორგანიზება” – ამ ფრაზიდან მატინი დახმარების სამსახურთან იწყებს საუბარს და საკუთარ თავს “ისლამის ჯარისკაცს” ეძახის.
დიალოგისას პოლიციას ის ახალი ტერაქტებით ემუქრება და ამბობს, რომ მას თვითმკვლელის ქამარი უკეთია.

სპესცამსახურებმა პუბლიკაციამდე ტექტს კორექტირება გაუკეთეს, კერძოდ, კი, ამოღებულია ტერორისტული ორგანიზაციების დასახელება და ისლამზე საუბარი.

შეგახსენებთ, რომ წარმოშობით ავღანელმა ამერიკელმა, 12 ივნისს ორლანდოში გეი კლუბში, იქ სადაც ბოლო სამი წლის მანძილზე ინტენსიურად დადიოდა, ტერორისტული თავდასხმა მოაწყო.
მან 50 ადამიანი მოკლა, 53 კი დაჭრა.

banner
წინა სტატიაშიდეპუტატი გივი თარგამაძე ე.წ. კანონიერი ქურდის თემაზე დაკითხეს
შემდეგი სტატიაგერმანიაში ყველაზე გრძელი ცხვირის კონკურსი ჩატარდა