აშშ-ს სპეცსამსახურები დარწმუნებული არიან, რომ საუდელი პრინცი ჟურნალისტის მკვლელობაში ჩართულია

აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორის ჯინა ჰასპელის ჩვენებებმა, რომელიც მან აშშ-ს სენატს ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობის საქმეზე მისცა, ამერიკის მთავრობოს წინაშე ეთიკური შეკითხვა დასვა, რომელმაც მაშინათვე აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია: არის თუ არა საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცი ჟურნალისტის მკვლელობაში ჩართული და თუკი კი, მაშინ აშშ-ს რა რეაქცია უნდა ჰქონდეს? სენატორთა ნაწილი საუდის არაბეთის დასჯას ითხოვს, სხვები პარტნიორთან ურთიერთობის შენარჩუნების მომხრე არიან, ისევე, როგორც პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

ჯინა ჰასპელის თქმით, მუჰამედ იბნ ალ-საუდი, პირდაპირ არის ჩართული ჟურნალისტის არაადამიანურ მკვლელობაში. ამავე დროს, მკვლელობა ,მოხდა თურქეთში საუდის არაბეთის საკონსულოში, სადაც ადამიანთა ჯგუფი სპეციალურად იყო ამისთვის მივლენილი. გარდა ამისა, ხაშოგი აშშ-ს რეზიდენტი იყო, თუმცა მას მოქალაქეობა არ ჰქონდა, ის ამერიკული მედიისთვის წერდა.

სამშაბათს ჯინა ჰასპელმა სენატის საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის წევრებს ჟურნალისტის მკვლელობის შესახებ ყველა ის ინფორმაცია გააცნო, რაც ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოსთვის არის ცნობილი. ბრიფინგი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა. “არასდროს მომისმენია დაზვერვისგან ასეთი ნათელი შეფესებები” – ბრიფინგის შემდეგ რესპუბლიკელმა ბობ კორკერმა განაცხადა. “12 წელია ამ პოსტზე ვარ და ჯერ არასდროს მონახავს ისეთი პრეზენტაცია, როგორიც დღეს იყო ” – დაამატა მან – “ბიბისი” წერს.

სპეცსამსახურმა ადრე განაცხადა, რომ მემკვიდრე პრინცს ხაშოგის მკვლელთა ჯგუფის ხელმძღვანელთან მიმოწერა ჰქონდა.
სენატორები ცდილობენ თეთრი სახლი აიძულონ პრინცი დასაჯოს. თუკი ისინი ამას ვერ შეძლებენ, მათ მოუწევთ დამოუკიდებლად იპოვონ გზები იმის სათქმელად, რომ აშშ საერთაშორისო ნორმის მორიგ დარღვევას არ მოითმენს.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი უკრაინულ არხზე გადაცემას წაიყვანს
შემდეგი სტატიადონალდ ტრამპი ბუშის დასაფლავებაზე კლინტონებს არ მიესალმა (ვიდეო)