გაერთიანებულმა სამეფომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა. სანქცირებულთა შორის არის მოსკოვისა და სანქტ-პეტერბურგის საფონდო ბირჟები და რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვეო კომპანია და სააქციო საზოგადოება Ингосстрах.
ჯამში, განახლებულ სიაში 7 ფიზიკური პირი და 35 კომპანიაა.
განმარტების მიხედვით, სანქციები გავრცელდა იმ ფინანსურ ინსტიტუტებზე, რომლებიც ბიზნესის მეშვეობით რუსეთის ხელისუფლებას უკრაინის წინააღმდეგ ომის წარმოებაში ეხმარებიან. სანქციები გულისხმობს ქონების გაყიდვას და თრასთების სერვისებზე შეზღუდვას.
სანქციები ასევე გავრცელდა ექვს საზღვაო ხომალდზე, რომლებიც “უკრაინის დესტაბილიზაციაში” მონაწილეობენ და რუსეთის ხელისუფლებას ეხმარებიან.
შეზღუდვები დაუწესდა შვიდ ფიზიკურ პირს, მათ შორის, მოსკოვის საფონდო ბირჟის ხელმძღვანელს, იური დენისოვს, Мегафон-ის ყოფილ გენერალურ დირექტორ ივან ტავრინს და ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის დისშვილს და კომპანია Danone-ს გენერალურ დირექტორს, იაკუბ ზაკრიევი.
ერთი დღით ადრე, 12 ივნისს მოსკოვის საფონდო ბირჟას სანქციები აშშ-მ დაუწესა. საპასუხოდ, მოსკოვის საფონდო ბირჟამ გამოაცხადა, რომ დოლარსა და ევროში ვაჭრობას 13 ივნისიდან შეწყვეტს.