აშშ-ს სენატში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტი მოამზადეს

აშშ-ს სენატში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი კანონპროექტი მოამზადეს, რომ ამით ამერიკულ არჩევნებში ჩარევისგან შეაჩერონ კრემლი – Reuters-ი წერს. დოკუმენტი სენატორმა-დემოკრატმა კრის ვან ჰოლენმა და რესპუბლიკელმა მარკო რუბიომ მოამზადეს. 2018 წელს მათ უკვე გამოთქვეს იგივე სურვილი, თუმცა, კანონპროექტი კენჭისყრამდე არ მისულა.
დოკუმენტის მიხედვით, აშშ-ს ეროვნული დაზვერვის დირექტორი 30 დღის მანძილზე ვალდებულია მოხსენებით წარსდგეს იმის შესახებ, ჩაერია თუ არა რუსეთი ან სხვა უცხოული სახელმწიფო ქვეყნის არჩევნებში. თუკი, მსგავსი რამ დადასტურდება, სანქციებს 10 დღის მანძილზე შემოიღებენ. ამ კანონის თანახმად, სანქციის ქვეშ შესაძლებელია მოხვდეს სბერბანკი, ვითიბი ბანკი, გაზპრომბანკი და სხვა.

banner
წინა სტატიაშიNATO-მ უნდა მიიღოს საქართველო, შესაძლოა დროებით ოკუპირებული რეგიონების გარეშე – ეველინ ფარკასი
შემდეგი სტატიაინგუშეთში აქტივისტების ჩხრეკა და დაკავება მიმდინარეობს