აშშ-ს სენატორებმა 11 სექტემბრის ტერაქტში საუდის არაბეთის მონაწილეობის შესახებ გამოაცხადეს

აშშ-ს სენატორებმა 11 სექტემბრის ტერაქტში საუდის არაბეთის მონაწილეობის შესახებ გამოაცხადეს

ამერიკელმა სენატორმა კრისტენ ჯილიბრანდმა და ყოფილმა სენატორმა ბობ გრეხემმა, აშშ-ს პრეზიდენტს, ბარაკ ობამას მოუწოდეს 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის გასაიდუმლოებული მასალები გამოაქვეყნოს – The Independent-ი წერს.
მოხსენება, რომელიც ორპარტიული კომისიის მიერ მომზადდა და 2003 წელს გამოქვეყნდა, დაახლოებით 800 გვერდიანია. თითქმის ყველა დოკუმენტი ხელმისაწვდომია, უკანასკნელი 28 გვერდის გარდა, რომელიც დაუყოვნებლივ იქნა გასაიდუმლოებული ეროვნული უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე.

გრეხემას თქმით, რომელიც თავის დროზე საგამოძიებო კომისიის თანათავმჯდომარე იყო, მოხსენებაში დაწვრილებით არის საუბარი იმაზე, რომ საუდის არაბეთის მოქალაქეები, რომლებმაც თვითმფრინავი გაიტაცეს და საერთაშორისო სავაჭრო ცენტრის და პენტაგონის შენობისკენ აიღეს გეზი, აშშ-ში გადიოდნენ სწავლებებს. პასუხად შეკითხვაზე, ფინანსურად კონკრეტულად ვინ უჭერდა მხარს ტერორისტებს, ქვეყნის მთავრობა, ტერორისტები, საქველმოქმედო ორგანიზაციები თუ მდიდარი ადამიანები, გრეხემმა უპასუხა: ყველა ზემოთჩამოთვლილი.

კრისტინ ჯილიბრანდმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ ბარაკ ობამას საუდის არაბეთში ვიზიტამდე, რომელიც უკვე დაგეგმილია, აუცილებელია საიდუმლო დოკუმენტების გასაჯაროვება.
ფლორიდას ყოფილი კონგრესმენის და ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორის პორტერ გოსის თქმით, საუდის არაბეთთან დაკავშირებული მონაცემები გასაიდუმლდა იმიტომ, რომ აშშ-ს მაშინდელ პრეზიდენტს, ჯორჯ ბუშს საუდისთან ურთიერთობის გაფუჭება არ უნდოდა.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ტერაქტისას 3 ათასამდე ადამიანი გარდაიცვალა.

banner
წინა სტატიაშიზურაბ ჯამალაშვილი, ირაკლი ფხალაძე და გელა ღურწკაია სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
შემდეგი სტატიაფონიჭალაში მკვლელობა მოხდა