აშშ-ს სენატორები საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდნენ

ამერიკის შეერთებული შტატების სენატორების დელეგაცია გორის რაიონის სოფელ ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლებმა დელეგაციის წევრებს გააცნეს ყველა ის გამოწვევა და საფრთხე, რომელიც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან მომდინარეობს.

გარდა ამისა, სუს-ის წარმომადგენლებმა სენატორებს მიაწოდეს ინფორმაცია იმ პრობლემებზე, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას ყოველდღიურად მავთულხლართებით, ღობეებით, თუ სხვა ხელოვნური ბარიერებით ექმნება.

banner
წინა სტატიაშისაინფორმაციო სააგენტო ,,თაიმერი“ გილოცავთ ახალ 2017 წელს!
შემდეგი სტატიაჯონ მაკკეინი: სიტყვებით ვერ აღვწერ, თუ რაოდენ ბედნიერი ვარ, რომ თავისუფალ, დამოუკიდებელ სახელმწიფოში ვიმყოფები