აშშ-ს სენატმა საუდის პრინცს ჟურნალისტის მკვლელობაში ბრალი დასდო

აშშ-ს სენატმა კენჭი უყარა ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობის გამო საუდის არაბეთისთვის სამხედრო დახმარების შეწყვეტას იემენის კონფლიქტში. რეზოლუციაში, რომელიც კანონმდებლებმა მიიღეს, ჟურნალისტის მკვლელობაში ბრალს საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცს მუჰამედ იბნ სალმან ალ-საუდს სდებენ.
კიდევ ერთი დოკუმენტი აშშ-ს პრეზიდენტს მოუწოდებს იემენიდან ჯარი გამოიყვანოს. რეზოლუცია 56 ხმით 41-ის წინააღმდეგ მიიღეს. მას სარეკომენდაციო ხასიათი აქვს და პრეზიდენტს მისი დაბლოკვა შეუძლია. დოკუმენტს აშშ-ს კონგრესის წარმომადგენლები, სავარაუდოდ, არ მიიღებენ. ექსპერტები ამბობენ, რომ რეზოლუცია “სიმბოლური პროტესტია” ტრამპის პოზიციის წინააღმდეგ.

დოკუმენტების ავტორები სენატორთა ჯგუფია, რომლებშიც ორივე პარტიის წარმომადგენლები შედიან. მათი თქმით, ხაშოგის მკვლელობის საქმეზე საკმაოდ მკაცრი შეფასებებია რეზოლუციაში გაკეთებული.

“აშშ-ს სენატმა ერთხმად დაადგინა, რომ ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობის საქმეში პასუხისმგებელი პირია მემკვიდრე პრინცი მუჰამედ იბნ სალმანი. ეს ძალიან ძლიერი განცხადებაა. იმედი მაქვს, ეს ჩვენს ღირებულებებზე მიუთითებს” – ამის შესახებ საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარემ ბობ კორკერმა განაცხადა .
ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგი 2 ოქტომბერს სტამბოლში, საუდის არაბეთის საკონსულოში მოკლეს. დონალდ ტრამპმა არა ერთხელ განაცხადა, რომ მომხდარის გამო საუდის არაბეთთან ურთიერთობის გაწყვეტას არ აპირებს.

banner
წინა სტატიაშიფასიანი ქაღალდების ბაზარზე ახალი, თანამედროვე ინფრასტრუქტურა დაინერგა
შემდეგი სტატიასაერთო სასამართლოების მანდატურებს 50 წლის შემდეგაც შეეძლებათ მუშაობა