აშშ-ს სენატმა ობამაკეირის გაუქმებას კენჭი უყარა

აშშ-ს პრეზიდენტის ბარაკ ობამას მიერ გატარებული მნიშვნელოვანი ჯანდაცვის რეფორმა, ჯერ კიდევ მის ოფიციალურ წასვლამდე აღმოჩნდა საფრთხის ქვეშ. სენატმა ჯანდაცვის რეფორმის გაუქმების პროცესის დაწყებას უყარა კენჭი.
კენჭისყრაზე გაიტანეს საკითხი, რამდენად საჭიროა რეფორმის გაუქმების შესახებ კანონპროექტის შემუშავება. შედეგად, Obamacare-ის მოწინააღმდეგეებმა უმნიშვნელო უმრავლესობით მოიგეს – 51 სენატორმა ხმა დოკუმენტის შემუშავებას მისცა, 48-მ კი – მის საწინააღმდეგოდ.

ახლა, ამერიკის კონგრესის მეორე პალატაშიც გაიტანენ იგივე საკითხს. სავარაუდოდ, ის იქაც მიიღებს მხარდაჭერას, რადგანაც, ორივე პალატაში უმრავლესობას რესპუბლიკელები წარმოადგენენ.

რესპუბლიკელები Obamacare-ის წინააღმდეგ ჯერ კიდევ მის დაწყებამდე გამოდიოდნენ.
აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებზე კი, რესპუბლიკელი დონალდ ტრამპის ერთ-ერთი დაპირება Obamacare-ის გაუქმება იყო.

banner
წინა სტატიაშისასამართლო სისტემაში დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუტის ჩამოყალიბების პროცესი დაიწყო
შემდეგი სტატიანიკა მელია დავით კირკიტაძის პროცესის განახლებას “ნაციონალურ მოძრაობაში” მიმდინარე მოვლენებს უკავშირებს