აშშ-ს სენატი: აფრინში თურქეთის ოპერაციამ ISIS-თან ბრძოლა შეასუსტა

აშშ-ს სენატში, სენატორ ბობ კორკერის მიერ გაკეთებული განცხადებით, ,,თურქეთის მიერ 20 იანვარს აფრინის რეგიონში დაწყებულმა ,,ზეთისხილის რტოს,, ოპერაციამ, რომელიც სირიაში ქურთების თავდაცვითი ძალების (SDF/YPG) წინააღმდეგ არის მიმართული, ISIS-თან ბრძოლა დიდი რისკის ქვეშ მოაქცია და შეასუსტა,,
აშშ-ს სენატში გაკეთებულ ამ განცხადებას, მყისიერად გამოეხმაურა თურქეთის ელჩი აშშ-ში – სერდარ ქილიჩი…
,,თურქი სამხედროები სირიაში, მათი სამშობლოსა და მისი საზღვრების უსაფრთხოებისათვის, ქურთული ტერორისტული ორგანიზაციების წინააღმდეგ იბრძვიან. თუ აშშ-ს, ამერიკელების უსაფრთხო ცხოვრებაზე ზრუნავს, ასეთივე გრძნობები უნდა გამოიჩინონ თურქი მოქალაქეების უსაფრთხო ცხოვრების მიმართ. როგორც თქვენი მოკავშირეები, გირჩევთ, რომ დადგეთ არა ტერორისტების, არამედ პარტნიორი, მეგობარი თურქეთისა და მისი მოქალაქეების გვერდით,, განაცხადა ქილიჩმა სენატიდან გაჟღერებული ბრალდებების პასუხად.

banner
წინა სტატიაში,,განადგურებული,, ISIS-ი საშინელ ფოტოებს აქვეყნებს
შემდეგი სტატიაე.წ. სამხრეთ ოსეთის საზღვართან ორი ქართველი დააკავეს