აშშ-ს სასამართლომ ირანს 11 სექტემბრის მსხვერპლთა ოჯახებისთვის კომპენსაციის გადახდა დააკისრა

ამერიკის სასამართლომ ირანს მილიონობით დოლარის გადახდა დააკისრა 11 სექტემბრის მსხვერპლთა ნათესავებისთვის კომპენსაციის გადასახდელად. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ირანის ისლამური რესპუბლიკა, ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსი და ირანის ცენტრალური ბანკი აღიარეს 1008 ადამიანის სიკვდილში დამნაშავედ. კომპენსაციის რაოდენობაა 12,5 მილიონი გარდაცვლილების მეუღლეებისთვის, 8,5 მილიონი მშობლებისა და შვილებისთვის და 4,25 მილიონი და-ძმებისთვის.
ადრე მანჰეტენის სასამართლომ უარი განაცხადა საუდის არაბეთის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, სასამართლო პროცესის შეწყვეტის თაობაზე, სადაც არაბულ ქვეყნებს ნიუ-იორკში 11 სექტემბერს მომხდარ თავდასხმაში ადანაშაულებენ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს რკინიგზამ მდინარე რიონის კალაპოტის შეცვლასთან დაკავშირებული სამუშაოები დაასრულა
შემდეგი სტატია​საქართველოს პრეზიდენტი არმენ სარქისიანს ესაუბრა