აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი მონაცემები

22წინასწარი მონაცემებით, აშშ-ში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებზე დემოკრატმა ჰილარი კლინტონმა 18 შტატში, ნიუ-იორკის ჩათვლით, 242 ხმა მოაგროვა. აღნიშნული 18 შტატი ბოლო 6 არჩევნების განმავლობაში დემოკრატიულ პარტიას აძლევს ხმას.
რესპუბლიკურ პარტიას 102 ხმა აქვს ტრადიციული რესპუბლიკური შტატებიდან. გადამწყვეტი კალიფორნია და ფლორიდაა – ამერიკული მედია ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ კანდიდატმა მოსაგებად ამომრჩევლების ხმების უმეტესობა უნდა მოიპოვონ – ამერიკელები პრეზიდენტს პირდაპირი გზით არ ირჩევენ – ისინი ამომრჩევლებს აძლევენ ხმას. ამომრჩევლების კოლეგია 538 ადამიანისგან შედგება. კანდიდატმა გასამარჯვებლად 270 ხმა უნდა მოიპოვოს. ყველა შტატში, ნაბრასკისა და მენის გარდა, მოქმედებს წესი, რომლის თანახმადაც ამომრჩევლების ყველა ხმა გადადის იმაზე, ვინც კოლეგიაში ხმების უმეტესობა დააგროვა. კანდიდატმა 270 ხმა უნდა მოაგროვოს, რომ გაიმარჯვოს.

არჩევნების ონლაინ ტრანსლაციას შეგიძლიათ თვალი ადევნოთ “თაიმერის” ვერ გვერდზე.

 

banner
წინა სტატიაშინატოს შტაბბინაში ქართველი სასულიერო პირები შეხვედრებს მართავენ
შემდეგი სტატია(video) პერუში შამანები ამერიკელებს არჩევანის გაკეთებაში რიტუალებით ეხმარებიან