აშშ-ს სახელმწფო მდეივანმა ვენესუელაში სამხედრო ოპერაციის ჩატარება არ გამორიცხა

ვენესუელის დროებითმა პრეზიდენტმა ხუან გუაიდომ 30 აპრილს ოპერაცია “თავისუფლების” დაწყება დააანონსა, რომელიც ვენესუელის პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს ხელისუფლებიდან ჩამშორებას გულისხმობს.

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველმა ჯონ ბოლტონმა განაცხადა, რომ ვენესუელას სიტუაციასთან დაკავშირებით აშშ-ს სახელწმიფო მდივანი მაიკ პომპეო რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელს სერგეი ლავროვს დაელაპარაკება – 1 მაისს გავრცელდა.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაიკო მაასი, რომელიც ვიზიტით კოლუმბიაში იმყოფება, ვენესუელელ ოპოზიციონერებს შეხვდა და ისინი გერმანიის მხარდაჭერაში კიდევ ერთხელ დაარწმუნა.
“ჩვენს პოზიციაში არაფერი სეცვლილა” – განაცხადა მინისტრმა.

მანამდე, მაიკ პომპეომ ვენესუელაში სამხედრო ჩარევა არ გამორიცხა.

“სამხედრო ოპერაცია შესაძლებელია. თუკი ამის აუცილებლობა დადგება, აშშ ამას გააკეთებს” – ამის შესახებ Fox Business Network-თან ინტერვიუში განაცხადა პომპეომ და დაამატა, რომ ვაშინგტონი კარაკასში ხელისუფლების გადაცემის მშვიდობიან გზას უჭერს მხარს – “დოიჩე ველე” წერს.

banner
წინა სტატიაშიშრი-ლანკას პრეზიდენტმა “ისლამურ სახელმწოფოს” მოუწოდა, მის ქვეყანას თავი დაანებონ
შემდეგი სტატიანუცუბიძეზე, 35 წლამდე მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად დაიჭრა