აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი და მოსკოვი მზად არიან

„ურთიერთდაძაბულობას“ გაუმკლავდნენ, რომელიც ორ ქვეყანას შორის კავშირს ართულებს – კერმა რუსულ მედიასთან საუბარში თქვა.
კერის აზრით, რუსეთისთვის, ისევე, როგორც აშშ-სთვის, მთავარი საფრთხე ექსტრემისტები არიან. „ცხადია, მინდა, უფრო ეფექტურად ვიმუშაო. ჩვენს ურთიერთობაში, ორივე მხრიდან დაძაბულობაა, და ვფიქრობ, ორივე მხარეს სურს ამას გაუმკლავდეს, მაგრამ ყველაზე მთავარია – და ამას ჩვენ ყველანი ვაწყდებით, ექსტრემიზმის გამოწვევები“ – თქვა კერიმ.
აშშ-ს სახელმწიფო მდივნის განცხადებით, ის კმაყოფილია რუსეთის გადაწყვეტილებით, იბრძოლოს „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ. „მთავარია, ჩვენი განსაზღვრებების ურთიერთგაგებამდე მივიდეთ, დავრწმუნდეთ, რომ ჩვენ ნამდვილად უფრო ეფექტურად ვმუშაობთ ერთად , ყოველგვარი დაფარული აზრების გარეშე, რომ სწრაფად გავანადგუროთ „ისლამური სახელმწიფო“, ექსტრემიზმს წინააღმდეგობა გავუწიოთ, დავაბრუნოთ მშვიდობა და სტაბილურობა რეგიონში“ – განაცხადა კერიმ.
შეგახსენებთ, რომ ჯონ კერი რუსეთს ოფიციალური ვიზიტით 23-25 მარტს სტუმრობდა. ის შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს და საგარეო საქმეთა მინისტრს.

banner
წინა სტატიაში(ვიდეო)”მოგესალმებით, შეყვარებულო ქალბატონო ინგა!..”დეპუტატის მიმართვა წამყვანს და გრიგლიას პასუხი
შემდეგი სტატია“იმედი მაქვს, რომ ბიძინა ივანიშვილი დაადასტურებს, რომ გია გაჩეჩილაძემ თავისი წილი გაყიდა და ამაში ფულია გადახდილი”