აშშ-ს სახელმწიფო მდივანი უკრაინას მხარდაჭერას დაჰპირდა

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი უკრაინას დაჰპირდა, რომ ვაშინგრონი მას მხარს დაუჭერს. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დიმიტრი კულებასთან შეხვედრისას 6 მაისს სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის სახელით სოლიდარობა გამოუცხადა უკრაინას რუსეთის საზღვართან დაძაბული ვითარების გამო.

“სინამდვილეში მე აქ არც თუ ისე მარტივი მიზეზის გამო ვიმყოფები: პრეზიდენტ ბაიდენის სახელით გადაჭრით გიდასტურებთ ჩვენს ერთგულებას უკრაინის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის გამო” – განაცხადა მან. ამავე დროს, ბლინკენმა უკრაინის ხელისუფლებას კორუფციასთან ბრძოლაში რეფორმების გატარებისკენ მოუწოდა. ვაშინგტონი დემოკრატიის განსამტკიცებლად, რეფორმების ჩასატარებლად და სახელმწიფო ინსტიტუტების შესაქმნელად უკრაინასთან ითანამშრომლებს – დაამატა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა – “დოიჩე ველე” წერს.

დღის მეორე ნახევარში აშშ-ს სახელმწიფო მდივანს უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი შეხვდება. გარდა ამისა, დაგეგმილია უკრაინის პრემიერ-მინისტრთან დენის შმიგალთან, სხვა ოფიციალურ პირებთან და მოქალაქეებთან შეხვედრა .
ბლინკენი ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პირველი მაღალჩინოსანია, რომელიც უკრაინას ესტუმრა.

banner
წინა სტატიაშიბიზნესმენი ლევან ვასაძე აცხადებს, რომ პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილება მიიღო
შემდეგი სტატია“ერთობა, რაობა, იმედი” – ლევან ვასაძე პარტია “ერს” აფუძნებს