აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ყირიმში სახელმწიფო დუმას არჩევნების ლეგიტიმურობა არ აღიარა

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ყირიმში სახელმწიფო დუმას არჩევნების ლეგიტიმურობა არ აღიარა

9აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ყირიმში რუსეთის პარლამენტის არჩევნებს არ აღიარებს. “აშშ რუსეთის დუმის არჩევნებს, რომლის ჩატარება რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე არის დაგეგმილი, ლეგიტიმურად არ თვლის და მის შედეგებს არ აღიარებს” – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივნის ჯონ კირბის განცხადებაში, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ გვერდზეა განთავსებული. უწყებაში ასევე განაცხადეს, რომ რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები გაგრძელდება მანამ, სანამ ის ნახევარკუნძულს უკრაინას არ დაუბრუნებს.
ჯერ კიდევ 8 სექტემბერს უკრაინის პრეზიდენტმა და უმაღლესმა რადამ მსოფლიო თანამეგობრობას მოუწოდეს ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე რუსეთის დუმის არჩევნები არალეგიტიმურად ცნოს.

banner
წინა სტატიაშიერევანთან ქალაქის მერზე თავდასხმა მოხდა
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებაზე პასუხი ქილიკი არ უნდა იყოს