აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი ნედ პრაისი რუსეთ-საქართველოს ომის 13 წლისთავთან დაკავშირებით ვიდეომიმართვას “ტვიტერით” ავრცელებს

gulis eleqsiri

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი ნედ პრაისი რუსეთ-საქართველოს ომის 13 წლისთავთან დაკავშირებით ვიდეომიმართვას “ტვიტერით” ავრცელებს.

“13 წლის წინ ამ დღეს, რუსეთის სამხედრო ძალები საქართველოში შეიჭრნენ, მოკლეს ასობით სამოქალაქო პირი და ათასობით ადამიანი გააძევეს საკუთარი სახლებიდან. რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% ახლაც ოკუპირებული აქვს.

რუსეთის ფედერაციის ოკუპაციას ტრაგიკული ფასი აქვს ადამიანების სიცოცხლისთვის, განსაკუთრებით Covid-19-ის პანდემიის დროს. საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მოსახლეობისთვის ჰუმანიტარულ და სამედიცინო დახმარებაზე წვდომის შეზღუდვამ არაერთი სიცოცხლე იმსხვერპლა და ეს დაუყოვნებლივ უნდა დასრულდეს.

მოვუწოდებთ რუსეთის ხელისუფლებას, შეასრულოს 2008 წლის აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. სოლიდარობას ვუცხადებთ და ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით და მოუთმენლად ველით იმ დღეს, როცა ქართული საზოგადოებები გაერთიანდება.” – ამბობს ნედ პრაისი.

წინა სტატიაშიევროპარლამენტარები ერთობლივ წერილს ავრცელებენ
შემდეგი სტატიალიეტუვას საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი აგვისტოს ომის 13 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას “ტვიტერზე” ავრცელებს