აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი მოუწოდებს კიევს სიტუაციის დეესკალაციისკენ

მიხეილ სააკაშვილის სიტუაციასთან დაკავშირებით აშშ მოუწოდებს ყველა მხარეს ძალადობის არიდებისკენ. ამის შესახებ განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჰეზერ ნაუერტმა.
“ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ამ სიტუაციას და იმას თუ, რა ხდება კიევში. ჩვენ ვიმყოფებით მჭიდრო კონტაქტში უკრაინის მთავრობასთან. თქვენ იცით, რომ ჩვენ მასთან კარგი ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ აბსოლუტურად ყველაფერში ვეთანხმებით. ჩვენ მოვუწოდებთ უკრაინის ხელისუფოლებას სიტუაციის დეესკალაციისკენ…ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს მოერიდონ ძალადობას და დაიცვან კანონის უზენაესობა საერთაშორისო ვალდებულებების ფარგლებში”,- განაცხადა ბრიფინგზე სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.
“თუ ისინი (უკრაინის ხელისუფლება- რედ.) აკავებს ვინმეს, ეს უნდა მოხდეს როგორც ამ ქვეყნის კანონების და ნორმების, ასევე ადამიანის უფლებების სფეროში საერთაშორისო ვალდებულებების ფარგლებში”,- ხაზი გაუსვა ჰეზერ ნაუერტმა.

banner
წინა სტატიაშიცხინვალის რეჟიმი აცხადებს, რომ აღმოსავლეთ ოსეთი “ქართული ექსპანსიის იოლი ნადავლი გახდა”
შემდეგი სტატიამკვლელობა კარალეთში- დაკავებულია 24 წლის ახალგაზრდა