აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი აფხაზეთის სოფლებში ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვის გამო, შეშფოთებას გამოხატავს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ აფხაზეთის რეგიონის სოფლებში – ნაბაკევსა და ოტობაიაში, ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვის გამო, უკიდურეს შეშფოთებას გამოხატავს.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივნის მარკ ტონერის განცხადებაში ნათქვამია, რომ პუნქტების დახურვა გადაადგილებას კიდევ უფრო შეზღუდავს და ადგილობრივ მოსახლეობას დააზარალებს.

„მსგავსი ქმედებები ადგილობრივებისთვის არა მხოლოდ ჰუმანიტარულ სირთულეებს ქმნის, ის ასევე, აქრობს ხალხის ნდობასა და რწმენას, ძირს უთხრის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ხურჩა-ნაბაკევისა და ორსანტია-ოტობაიას ე.წ. გადასასვლელი პუნქტები ჩაიკეტა.

banner
წინა სტატიაშიყალბი 100-დოლარიანი კუპიურების გასაღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს
შემდეგი სტატია„უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილების გამო შეშფოთებას გამოვთქვამ“ – ევროპარლამენტარი