აშშ-ს საელჩო უკრაინაში რუსეთს მოუწოდებს ყირიმელი თათრების არაკანონიერი დაპატიმრებები შეწყიტოს

უკრაინაში აშშ-ს საელჩომ შეშფოთება გამოხატა დღეს რუსეთის მიერ ყირიმში ჩატარებულ რეიდებზე, რომელიც ყირიმელი თათრების წინააღმდეგ იყო მიმართული – ამის შესახებ დიპლომატიურმა უწყებამ “ტვიტერში” დაწერა.
“ჩვენ ძალიან ვართ შეშფოთებულები დღეს რუსეთის მიერ ჩატარებული რეიდებისა და მასობრივი დაშინების გამო, რომელიც ყირიმელი თათრების წინააღმდეგ იყო მიმართული. მოვუწოდებთ რუსეთის მთავრობას, შეწყვიტოს არაკანონიერი დაპატიმრებები, დაკავებები, ჩხრეკა და ყირიმელი თათრების, ჟურნალისტებისა და აქტივისტების დევნა” – ნათქვამია განცხადებაში.

27 მარტს რუსეთის გვარდიის, შსს-სა და უშიშროების სამსახურებმა ანექსირებულ ყირიმში სისხლის სამართლის საქმის ირგვლივ მოსახლეობის ჩხრეკა დაიწყეს. სულ ჩხრეკა 25 სახლში ჩატარდა. ადვოკატები, რომლებიც ადგილზე გამოცხადდნენ, თავიანთი დაცვის ქვეშ მყოფებთან არ მიუშვეს.
სულ 20 პირი დააპატიმრეს – უკრაინული მედია წერს.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირში 2021 წლიდან პლასტმასის ერთჯერად ნივთებს აკრძალავენ
შემდეგი სტატიავენესუელაში აფხაზეთის დე-ფაქტო ელჩი ნიკარაგუის ელჩს შეხვდა. მათ დანიელ ორტეგას ვიზიტზე ისაუბრეს