აშშ-ს საელჩო „თიბისი“ ბანკთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო „თიბისი“ ბანკის თანადამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ბრალდების საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საელჩო ყურადღებით აკვირდება საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ „თიბისი“ ბანკის თანადამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ წაყენებული კრიმინალური ბრალდებების ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.

“ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ „თი-ბი-სი“ ბანკის თანადამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ წაყენებული კრიმინალური ბრალდებების ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. ჩვენ შეშფოთებას გამოვთქვამთ ბრალის წაყენების კონტექსტსა და დროის გარემოებსათან დაკავშირებით. მიუკერძოებელი და გამჭვირვალე სამართლებრივი სისტემა, რომელიც თავისუფალია პოლიტიკური გავლენისაგან, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს დასავლური ინტეგრაციისა და უცხოური ინვესტიციების მოზიდვის საქმეში. ჩვენ კვლავ მხარს ვუჭერთ ანაკლიის პორტის პროექტს, რომელიც ამერიკული ინვესტიციის მნიშვნელოვანი წყაროა საქართველოში და, რომელსაც აქვს პოტენციალი, ხელი შეუწყოს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას.” – ნათქვამია აშშ-ს საელჩოს განცხადებაში .

banner
წინა სტატიაში“ჩემს მაგივრად რატომ პასუხობთ, ვერ გავიგე,“ – პრეზიდენტი ამბობს, რომ ხაზარაძისა და ჯაფარიძის შესახებ კომენტარს მოგვიანებით გააკეთებს
შემდეგი სტატიაგურამიშვილის გამზირზე მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი