აშშ-ს საელჩო საქართველოში ლუგანის ცენტრზე რუსების მასალაზე განცხადებას ავრცელებს

“ჩვენ ვნახეთ რუსული მედიის მასალა. ეს ნონსენსია და რუსული დეზინფორმაციისა და პროპაგანდისათვის დამახასიათებელი ტიპიური მოვლენა. საქართველო გერმანიის მხარდაჭერით ნოემბერში საერთაშორისო ექსპერტებს იწვევს ლუგარის ცენტრში, რომელშიც რუსებმა მონაწილეობის მიღება არ ისურვეს. დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, მიმართოთ რიჩარდ ლუგარის ცენტრს თბილისში. დარწმუნებული ვარ, ისინი სიამოვნებით ისაუბრებენ საქმეზე, რომელსაც ისინი აკეთებენ” – ასეთი კომენტარი გააკეთა საქართველოში აშშ-ს საელჩომ, რამდენიმე დღის წინ რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ჯარების ხელმძღვანელის, გენერალ-მაიორ იგორ კირილოვის მიერ სპეციალურ ბრიფინგზე გავრცელებულ ბრალდებაზე, სადაც ის რუსეთში მყოფი იგორ გიორგაძის მიერ ლუგანის ლაბორატორიაზე მიწოდებული მასალის ანალიზს აკეთებს.
რუსი მაღალჩინოსნისა და უშიშროების ყოფილი ქართველი მინისტრის მტკიცებით, თბილისში, ლუგარის ცენტრში აშშ ბიოლოგიურ იარაღს არ აწარმოებს.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრი, ანუ, “ლუგარის ლაბორატორია”, როგორც მას უწოდებენ, თბილისში, კახეთის გზატკეცილზე მდებარეობს. ის აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA ) დაფინანსებით აშენდა და 2011 წელს გაიხსნა. ლაბორატორია 2013 წლიდან საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დაქვემდებარებაშია.

 

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ლუგარის ლაბორატორიის თემაზე ბრიფინგი გამართა (ვიდეო)

banner
წინა სტატიაშიარც ერთი ხელისუფლებისთვის მსგავსი ტიპის კამპანიას და აგრესიას არასამთავრობოების მიმართ არ მოუტანია სიკეთე
შემდეგი სტატია“კანონიერმა ქურდებმა” დონეცკში გავლენის სფეროები გადაინაწილეს