“1978 წლის 14 აპრილს ქართველები წინ აღუდგნენ საბჭოთა კავშირის მცდელობას, ქართული ენისთვის წაერთმია სახელმწიფო ენის სტატუსი. დღეს პატივს მივაგებთ მათ სიმამაცეს და აღვნიშნავთ ქართული ენის სილამაზესა და უნიკალურობას.
ვულოცავთ დედა ენის დღეს ჩვენს ქართველ მეგობრებს!”_ აცხადებს საქართველოში ამერიკის საელჩო დედაენის დღესთან დაკავშირებით.

















