აშშ-ს საელჩო მთავრობის მუშაობის შეწყვეტაზე განცხადებას ავრცელებს

აშშ-ს საელჩო მთავრობის მუშაობის შეწყვეტაზე განცხადებას ავრცელებს:

“აშშ-ს საელჩოს საკონსულო მომსახურება გაგრძელდება კონგრესის მიერ საბიუჯეტო სახსრების ასიგნირებამდე. თუ დანიშნული გაქვთ სავიზო გასაუბრება ან ამერიკის მოქალაქეთა მომსახურების თაობაზე შეხვედრა, გთხოვთ, გამოცხადდეთ საელჩოში შეთანხმებულ დროს. აშშ-ს მთავრობის მუშაობის აღდგენამდე ეს გვერდი რეგულარულად არ განახლდება, გარდა საგანგებო და უსაფრთხოების შესახებ ინფორმაციისა”.

აშშ-ს კონგრესმა ბიუჯეტი მეორე მცდელობითაც ვერ დაამტკიცა. შედეგად, მთავრობა მუშაობას ისევ წყვეტს.

ეს წელს მეორე Shutdown-ია.

პირველი მცდელობის შემდეგ მთავრობის მუშაობა რამდენიმე დღის განმავლობაში პარალიზებული იყო. მიიღეს დროებითი ბიუჯეტი – 8 თებერვლამდე.

banner
წინა სტატიაშიდასახელებულია, როგორც ირაკლი ღარიბაშვილი, ასევე სოსო გოგაშვილი – ელისო კილაძემ პოლიციის შენობა დატოვა
შემდეგი სტატიაჟვანიას ქუჩაზე, მშენებლობიდან მუშა გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა