აშშ-ს საელჩო მოსკოვში თანამშრომელთა რაოდენობას შეამცირებს

რუსეთში აშშ-ს ელჩის ჯონ სალვიანის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მოსკოვში შეერთებული შტატების საელჩოში 1 აგვისტოდან 120 თანამშრომელი გააგრძელებს მუშაობას. მან აღნიშნა, რომ ეს იმის ერთი მეათედია, ვიდრე ხუთი წლის წინ, 2016 წელს, როცა საელჩოში 1200 ადამიანი მუშაობდა.

აშშ-ს დიპლომატიურ მისიაში შტატების შემცირება რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის 23 აპრილის განკარგულებას უკავშირდება, რომელიც “არამეგობარი” სახელმწიფოების დიპლომატიური მისიების მიერ რუსეთის მოქალაქეების დასაქმებას კრძალავს.
ამასთან დაკავშირებით აშშ-ს საელჩო პრაქტიკულად საკონსულო მომსახურებას ხურავს, კერძოდ, არადიპლომატებისთვის არასაიმიგრაციო ვიზების გაცემას შეწყვეტს.

banner
წინა სტატიაშიხორცის ამბოხება ესპანეთში
შემდეგი სტატიალონდონსა და ბრიუსელს შორის ფინანსური კონფლიქტი მწიფდება