24.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მაისი 20, 2026
banner

აშშ-ს საელჩო კობახიძის განცხადებაზე: ამ დროისთვის არაფერი გვაქვს გამოსაცხადებელი

„ამ დროისთვის არაფერი გვაქვს გამოსაცხადებელი“- ასე პასუხობს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო კითხვაზე: შეუძლია თუ არა საელჩოს დაადასტუროს მაისის თვისთვის მსგავსი „შეთანხმებული დღის წესრიგის“ არსებობა? არის თუ არა ამ პერიოდისთვის დაგეგმილი რაიმე მაღალი დონის შეხვედრა ან დიპლომატიური ღონისძიება ორ მხარეს შორის?

 „ძალიან კონკრეტული გეგმები არსებობს, მაისის ბოლომდე კონკრეტულ შედეგებს იხილავთ კონკრეტული მიმართულებებით. კომუნიკაცია შედგება, რა როგორ, ამაზე დეტალებს ვერ გეტყვით, თუმცა ვნახოთ, რომ მაისის ბოლომდე გაღრმავდება კომუნიკაცია ქართულ და ამერიკულ მხარეებს შორის. ჩვენ გვაქვს კონკრეტული დღის წესრიგი ამერიკულ მხარესთან შეთანხმებული და არაერთი კომუნიკაცია შედგება მაისის ბოლომდე, კონკრეტულად ვამბობ ამ შემთხვევაში მაისის თვეს“ — თქვა „ოცნების“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.

banner
წინა სტატიაშილონდონის გარეუბანში თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა
შემდეგი სტატიაანდრეი სიბიგა: უკრაინამ მოპარული მარცვლეულით დატვირთული გემის დაკავება ისრაელისგან ოფიციალურად მოითხოვა