აშშ-ს საელჩო: კახი კავსაძის მემკვიდრეობა მარადიულია

საქართველოში აშშ-ს საელჩო ეხმაურება თეატრისა და კინოს ლეგენდარული მსახიობის, კახი კავსაძის გარდაცვალებას და თანაგრძნობას უცხადებს მის ოჯახს, მეგობრებსა და ყველა ქართველს.

“ლეგენდარული მსახიობის, კახი კავსაძის გარდაცვალებას ბევრი ქართველი ოჯახის წევრის დაკარგვასავით განიცდის. ბატონი კავსაძის შემოქმედებამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა უამრავ ადამიანზე და სანაცვლოდ მიღებული სიყვარულისა და პატივისცემის მოზღვავება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მისი მემკვიდრეობა მარადიულია”. – წერია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კახი კავსაძე დღეს, 27 აპრილს 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ.

banner
წინა სტატიაშიიარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის მსჯავრდებული გიორგი რურუა გათავისუფლდა
შემდეგი სტატიაგამყრელიძე: დიდი შეკრება ერთ-ერთი მთავარი ხელშემწყობია ეპიდემიის გავრცელების