აშშ-ს საარჩევნო პროცესში რუსეთის ბრალეულობის პირველი მტკიცებულებები წარადგინეს

სპეციალურმა პროკურორმა რობერტ მიულერმა, რომელიც ამერიკულ საარჩევნო პროცესში რუსეთის ჩარევის საკითხის გამოძიებას აწარმოებს, ბრალეულობის პირველი მტკიცებულებები წარადგინა. ამის შესახებ იუწყება ტელეკომპანია CNN.


ბრალდებებს მხარი დაუჭირა ვაშინგტონის მსაჯულთა ჟიურის დიდმა უმრავლესობამ, რაც წარმოადგენს სასამართლოზე საკითხის განხილვის წინაპირობას.
ბრალდებები ჯერ არ გამოქვეყნებულა, უცნობია მათი შინაარსიც, თუმცა ტელეკომპანია CNN აცხადებს, უკვე ორშაბათს რამდენიმე ბრალდებული პირი დაკავებული იქნება. ამ ინფორმაციას ადასტურებენ, აგრეთვე, გაზეთი “The Wall Street Journal” და სააგენტი “Reuters”.
რობერტ მიულერი სათავეში უდგას გამოძიებას, რომელსაც აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიურო აწარმოებს. საქმე ეხება ინფორმაციას რუსეთის მოქალაქეების აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის და დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის წევრთა კრემლთან შესაძლო კონტაქტებს.

banner
წინა სტატიაშიკვარიათში, ზღვაში მამაკაცის ცხედარი იპოვეს
შემდეგი სტატიაუკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე “ფრანს 24”-მა ვრცელი სიუჟეტი მოამზადა