აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატმა არ იცოდა რა არის ალეპო

ლიბერტარიანული პარტიის ხელმღვანელმა, რომელიც აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატია, სატელევიზიო შოუში სირიის ქალაქ ალეპოზე დასმულ შეკითხვაზე უპასუხა, რომ მან არ იცის რა არის ალეპო – ინტერვიუ MSNBC-ზე გადიოდა.
“თქვენი არჩევის შემთხვევაში როგორ მოიქცევით ალეპოში?” – ჟურნალისტმა კითხა.
“ალეპო? რა არის ალეპო?” – იკითხა პოლიტიკოსმა.
“ხუმრობთ” – ინტერვიუერმა უპასუხა, მაგრამ პრეზიდენტობის კანდიდატმა დაადასტურა, რომ არ იცის რა არის ალეპო.
“ეს ქალაქია სირიაში” – თქვა ჟურნალისტმა, რომლის შემდეგაც მოწვეულმა სტუმარმა სირიაზე საუბარი გააგრძელა.
გერი ჯონსონი ნიუ-მექსიკოს ყოფილი გუბერნატორია.
აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნები 8 ნოემბერს გაიმართება.

banner
წინა სტატიაშიისრაელმა მიწისქვეშა კედლის მშენებლობა დაიწყო
შემდეგი სტატიაუზენაესმა სასამართლომ “რუსთავი 2”-ის საკასაციო სარჩელი წარმოებაში მიიღო