აშშ-ს ომის მინისტრი, პიტ ჰეგსეთი აცხადებს, რომ ირანის რეჟიმმა სკოლებიდან და საავადმყოფოებიდან რაკეტები გაუშვა, რის გამოც მან თეირანი მშვიდობიანი მოსახლეობის განზრახ საფრთხეში ჩაგდებაში დაადანაშაულა.
“მოლები სასოწარკვეთილები და დაბნეულები არიან. როგორც მშიშარა ტერორისტები, ისინი [ირანი] რაკეტებს სკოლებიდან და საავადმყოფოებიდან მიზანმიმართულად უშვებენ, მშვიდობიან მოსახლეობას განზრახ იღებენ მიზანში, რადგან იციან, რომ მიმდინარეობს მათი არმიის სისტემატური დაქვეითება და განადგურება.” – განაცხადა ჰეგსეთმა პენტაგონში გამართულ ბრიფინგზე.
ჰეგსეთმა ასევე დაამატა, რომ აშშ ომში “დიდი უპირატესობით” იმარჯვებს და კიდევ ერთხელ გაიმეორა ირანის წინააღმდეგ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ დასახული მიზნები, რაც მოიცავს “რაკეტების მარაგების, რაკეტების გამშვები დანადგარებისა და თავდაცვის ინდუსტრიის ბაზის” განადგურებას, ირანის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ჩაძირვასა და უზრუნველყოფას, რომ ირანმა ვერასდროს მოიპოვოს ბირთვული იარაღი.
















