აშშ-ს მთავრობამ თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ ერდორანის სიტყვები უარყო

აშშ-ს მთავრობამ თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ ერდორანის სიტყვები უარყო

4 (1)აშშ-ს მთავრობამ თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ ერდორანის სიტყვები უარყო, რომელმაც აშშ ამბოხებულების მხარდაჭერაში დაადანაშაულა – USA Today წერს.
“თავიდან ბოლომდე ტყუილია. ამას არც ერთი მტკიცებულება არა აქვს. ჩვენ ვთვლით, რომ ამ თემაზე მტკიცებულებების გარეშე საუბარი არაკონსტუქტიულია” – განაცხადა თეთრი სახლის პრეს-მდივნის მოადგილემ ერიკ შულცმა. მან აღნიშნა, რომ ამერიკის მთავრობა ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც თურქეთის მოქმედ მთავრობას მხარდაჭერა გამოუცხადა გადატრიალების მცდელობისას.

“პუტჩისტი გიულენი თქვენს მხარეშია, თქვენ მას ხელს აფარებთ, ეს ფაქტია. ჩემს ხალხს თქვენ ვერ მოატყუებთ, მან იცის, ვინ იყო შეთქმულების მონაწილე და ვინ იყო მისი ბელადი. თურქეთს ვერ გააცურებ!” – განაცხადა ერდორანმა. ადრე კი მან აშშ-ს როლზე ისაუბრა ამბოხებაში. მისი თქმით, ამერიკელმა გენერალმა ჯოზეფ ვოტელმა თავი გაიყიდა, როცა გადატრიალების მცდელობისათვის დაკავებული სამხედროები დაიცვა.

banner
წინა სტატიაშიერდოღანმა ამერიკელი გენერალი პუტჩისტების მხარდაჭერაში დაადანაშაულა
შემდეგი სტატიაერევანში, საპროტესტო აქციის დაშლის დროს დაშავდნენ ჟურნალისტები