აშშ-ს კონგრესის კანონპროექტი და მოსალოდნელი სანქციები – სამადაშვილი საქართველოს ხელისუფლებას 5 რეკომენდაცის გათვალისწინებას ურჩევს

კონგრესმა სანქციების კანონპროექტის ტექსტს დღეს რამდენიმე დეტალური განმარტება დაამატა, მათ შორის პირადად ოლიგარქის-ანუ ბიძინა ივანიშვილის არაფორმალურ გავლენებზეც. იმედია, ახლა მაინც ‘ნამდვილი’ გახდა ეს დოკუმენტი ქოცებისთვის.:):):) სრულად, იხილეთ ქვემოთ:

იმისათვის რომ საქართველომ დახმარება მიიღოს, სახელმწიფო მდივანმა უნდა განსაზღვროს და საბიუჯეტო კომიტეტს მოახსენოს, რომ საქართველოს ხელისუფლება: (1) ეფექტიანად ახორციელებს საარჩევნო რეფორმას; (2) იცავს სასამართლოს დამოუკიდებლობას, მათ შორის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისგანაც; (3) ახორციელებს აუცილებელ პოლიტიკას, რათა უზრუნველყოს ანგარიშვალდებულება და გამჭირვალეობა, საჯარო ინფორმაციაზე შეუზღუდავი წვდომის ჩათვლით; (4) იცავს სამოქალაქო საზოგადოების და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების უფლებებს და მედიის დამოუკიდებლობას; (5) ზღუდავს ოლიგარქების არაფორმალურ გავლენას, როგორც ხელისუფლების ფუნქციებზე, ასევე კანონებისა და რეგულაციების გამოყენებაზე – წერს სალომე სამადაშვილი.

banner
წინა სტატიაშისოფელ დიდ ჯიხაიშში ნიკო ნიკოლაძის დაარსებულ ისტორიულ სასწავლო დაწესებულებას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება
შემდეგი სტატიამუხრანში მამისა და ბაბუის მკვლელობ​აში ბრალდებული დააკავეს