აშშ-ს კონგრესი ტრამპის წინააღმდეგ სპეცსამსახურების მიერ გამოძიების შესახებ ინფორმაციას გადაამოწმებს

აშშ-ს კონგრესის იურიდიული კომიტეტი შეისწავლის ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გამოძიების ფედერალურმა ბიურომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან დაკავშირებით მისი შესაძლო რუსული კავშირების გამო გამოძიება ჩაატარა. კომიტეტის თავმჯდომარის ჯეროლდ ნადლერის თქმით, ისეთ ნაბიჯებს გადადგამენ, რომ უკეთესად გაიგონ პრეზიდენტის მოქმედებები და გამოძიების ფედერალური ბიუროს პასუხი. გარდა ამისა, “კომიტეტი აპირებს დარწმუნდეს იმაში, რომ ისინი, ვინც გამოძიებას აწარმოებენ, დაცული არიან დონალდ ტრამპის უფროდაუფრო გიჟური თავდასხმისგან”.

გუშინ თეთრმა სახლმა New York Times-ის განცხადება მკაცრად გააკრიტიკა – მასალაში საუბარი იყო იმაზე, რომ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ გამოძიების ფედერალურმა ბიურომ გამოძიება დაიწყო, რომელსაც უნდა დაედგინა, მუშაობდა თუ არა დონალდ ტრამპი საიდუმლოდ მოსკოვისთვის. სპეცსამსახურების თანამშრომლები 2017 წლის მაისში შეშფოთდნენ, როცა ტრამპმა გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელი ჯეიმს კომი თანამდებობიდან გაანთავისუფლა. როგორც New York Times-ი წერს, გამოძიების მიზანი ძალიან ფეთქებადსაშიში იყო: კონტრდაზვერვას უნდა გადაეწყვიტა, სინამდვილეში არის თუ არა დონალდ ტრამპი აშშ-ს უსაფრთხოებისათვის საშიში. კონტრდაზვერვა, გაზეთის ცნობით, ცდილობდა დაედგინა, ხომ არ მუშაობდა ტრამპი რუსეთზე და ხომ არ იმყოფებოდა ის რუსეთის გავლენის ქვეშ.

თვითონ ტრამპმა განაცხადა, რომ მსგავსი გამოძიების არც საფუძველი და არც მიზეზი არ არსებობდა. “ო, ახლახანს გავიგე New York Times-სგან, რომ გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელები, თითქმის ყველა დათხოვილ ან სხვადასხვა ცუდი მიზეზებით დამსახურდატოვებულებს ჩემს წინააღმდეგ გამოძიება დაუწყიათ – მიზეზებისა და მტკიცებულებების გარეშე, მას შემდეგ, რაც ჯეიმს კომი, ნამდვილი იაფფასიანი მატყუარა დავითხოვე” – ტრამპმა 12 იანვარს “ტვიტერზე” დაწერა.

გამოცემა წერს, რომ ჯერჯერობით უცნობია, დასრულდა თუ არა გამოძიება.

banner
წინა სტატიაშიპოლონეთში, შესაძლებელია, Huawei აიკრძალოს
შემდეგი სტატიაიაპონია ომის ელექტრონულ თვითმფრინავებს შექმნის