აშშ-ს კოალიციამ სირიიდან ჯარის გაყვანა დაიწყო

კოალიციამ, რომელსაც აშშ ხელმძღვანელობს სირიაში, ქვეყნიდან ჯარის გაყვანა დაიწყო – 11 იანვარს კოალიციის წარმომადგენელმა თქვა, რომელსაც გაყვანის გრაფიკის შესახებ ინფორმაცია არ გაუსაჯაროვებია – “დოიჩე ველე” წერს.
ადრე მედიამ პენტაგონის წყაროზე დაყრდნობით გამოაქვეყნა, რომ აშშ-მ სირიიდან ჯარის გაყვანა დაიწყო.

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დეკემბრის ბოლოს მოულოდნელად განაცხადა, რომ ის სირიიდან ამერიკელ სამხედროებს გამოიყვანდა. გადაწყვეტილება მან იმით ახსნა, რომ სირიაში “ისლამური სახელმწიფო” განადგურებულია.
მოგვიანებით ტრამპმა დააკონკრეტა, რომ სირიიდან სამხედრო ნაწილებს “ფრთხილად” და “გონივრული ტემპებით” გაიყვანენ.

banner
წინა სტატიაშიმოსკოვში უკრაინელი კრიმინალური ავტორიტეტი გაიტაცეს
შემდეგი სტატიარუს სამხედროებს აფხაზეთში ბინებს გადასცემენ