აშშ-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა რუსეთს უწოდა “ბანგლადეში რაკეტით”

აშშ-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა რუსეთს უწოდა

ასაშშ-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, მადლენ ოლბრაიტმა რუსეთი დაახასიათა როგორც “ბანგლადეში რაკეტით” – ასეთი აზრი დიპლომატმა ავსტრიულ Diе Presse-თან საუბარში გამოთქვა.
დიპლომატის თქმით, მოსკოვი მუდვიმად ახდენს სხვა ქვეყნების პროვოცირებას, შემდეგ კი თავს შეურაცხყოფილად თვლის. “მას (რუსეთის პრეზიდენტს-რედ) სურს ყველა გააკონტროლოს და თვლის, რომ ყველა შეთქმულია მის წინააღმდეგ… მას ცუდი ბანქო ჰქონდა, მაგრამ კარგად თამაშობდა. ყოველშემთხვევაში, მოკლევადიან პერსპექტივაში. მგონია, რომ მისი მიზანი იმაში მდგომარეობს, რომ ევროკავშირი დაშალოს. მას უნდა, რომ ნატო მისი ინტერესების სფეროში არ ერეოდეს” – განაცხადა მადლენ ოლბრაიტმა.

მისი აზრით, რუსეთი სირიის კონფლიქტში იმიტომ ჩაერთო, რომ უკრაინისკენ მიმართული ყურადღება სხვაზე გადაეტანა.

banner
წინა სტატიაშიექსკლუზივი: სამეგრელოს მაჟორიტართა კანდიდატები
შემდეგი სტატიაგიორგი მღებრიშვილი საჩვენებელ წვრთნას დაესწრო