აშშ-ს ყოფილი თავდაცვის მინისტრი დონალდ რამსფელდი გარდაიცვალა

აშშ-ში 89 წლის ასაკში გარდაიცვალა თავდაცვის ყოფილი მინისტრი დონალდ რამსფელდი. ინფორმაცია მისი გარდაცვალების შესახებ 30 ივნისს გავრცელდა. როგორც იტყობინებიან, პოლიტიკოსი ოჯახის წევრების გარემოცვაში გარდაიცვალა ნიუ-მექსიკოს შტატში, ქალაქ ტაოსში. “ის ისტორიაში შევა 60 წლიანი სახელმწიფო სამსახურის პერიოდში მიღწეული უამრავი წარმატებით” – განცხადებაშია ნათქვამი.

რამსფელდი 1975-1977 და 2001-2006 წლებში თავდაცვის უწყებას ხელმძღვანელობდა. 1988 წელს ის რესპუბლიკური პარტიიდან პრეზიდენტობის კანდიდატი იყო. რამსფელდი იყო 2000-იანი წლების დასაწყისში ერაყის ომის მთავარი არქიტექტორი – “დოიჩე ველე” წერს.

banner
წინა სტატიაშისტალინის აფხაზური აგარაკი “ცივი მდინარე” (ფოტოები)
შემდეგი სტატიასოციალური მომსახურების სააგენტოსა და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს შორის მემორანდუმი გაფორმდა