აშშ-ს ყოფილი პირველი ლედი ბარბარა ბუში გარდაიცვალა

ჯორჯ ბუშ-უფროსის მეუღლე, ბარბარა, აშშ-ში 92 წლის ასაკში გარდაიცვალა. ბარბარა ბუში აშშ-ს ერთი პრეზიდენტის დედა და პრეზიდენტის მეუღლეა – ერთადერთი ქალი ამერიკაში, რომელიც საკუთარი ქმრისა და შვილის ინაუგურაციებს ესწრებოდა. მას დიდი ხანია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები დაეწყო, თუმცა, ექიმების დახმარებაზე უარი თქვა და განაცხადა, რომ ოჯახთან სურს უკანასკნელი დროის გატარება.
ბარბარას ქმარი – ჯორჯ ბუშ-უფროსი ამერიკის პრეზიდენტი იყო 1989-1993 წლებში, მას ივლისში 94 წელი შეუსრულდება. ჯორჯ-ბუშ უმცროსმა ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნები 2000 წელს მოიგო, 2004-ში კი ხელახლა აირჩიეს.

banner
წინა სტატიაშიოჯახურ ძალადობაში მსჯავრდებულ პირებს შესაძლოა, ციხიდან სატელეფონო ზარების განხორციელება შეეზღუდოთ
შემდეგი სტატიავახტანგ გომელაური პარლამენტს 2017 წლის ანგარიშს წარუდგენს