აშშ-ს ყოფილი ელჩი: პომპეო საქართველოში მხოლოდ მთავრობას ხვდება, რაც შეცდომაა

აშშ-ს ყოფილი ელჩი, იან კელი ამერიკის სახელმწიფო მდივნის საქართველოში ვიზიტს ეხმაურება და ამბობს, რომ მისი მხოლოდ ხელისუფლებასთან შეხვედრა შეცდომაა.

“პომპეო საქართველოშია, რომელიც კიდევ ერთი ქვეყანაა, სადაც არჩევნების შედეგები სადავოა. ის მხოლოდ მთავრობას ხვდება, რაც შეცდომაა”, – წერს იან კელი Twitter-ის გვერდზე.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოში დღეს ჩამოვა, პოლიტიკური თანამდებობის პირებთან სახელმწიფო მდივნის შეხვედრები კი ხვალ გაიმართება.

ვიზიტის ფარგლებში პომპეო პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს, პატრიარქ ილია მეორეს და სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ წარმომადგენლებს შეხვდება, “რათა მათგან მოისმინოს მოსაზრებები კანონის უზენაესობის, სასამართლოს დამოუკიდებლობის, დემოკრატიის განხორციელების პროცესის და ადამიანის და ეკონომიკური უფლებების დაცვის შესახებ”.

დღის წესრიგით არ არის გაწერილი მაიკ პომპეოს ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრა. ოპოზიციური პარტიები ოპერისა და ბალეტის თეატრიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსამდე ცოცხალ ჯაჭვს მოაწყობენ, რათა სახელმწიფო მდივანს არჩევნების გაყალბების შესახებ მათი პროტესტი ამ ფორმით აჩვენონ.

banner
წინა სტატიაშიაჭარის მთავრობის სახლთან დაპირისპირების დროს „ნაციონალური მოძრაობის” წევრი ჯელალ ქიქავა დააკავეს
შემდეგი სტატიაWashington Examiner: პომპეომ უნდა გამოიყენოს მომენტი და საქართველოში ოპოზიციას შეხვდეს