აშშ-ს „ისლამური სახელმწიფოს“ მუქარების არ სჯერა

ამერიკელები შესაძლებელია დაყოვნდნენ ავღანეთში

შშ-ს მთავრობას არ გააჩნია რაიმე სახის სადაზვერვო მონაცემები იმის შესახებ, რომ ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკები ქვეყანაში მსხვილ ტერაქტებს მოაწყობენ.
თეთრი სახლის განცხადებაში, რომელიც ოფიციალურ გვერდზე დევს, ნათქვამია, რომ ანტიტერორისტული ჯგუფის წარმომადგენლებმა, პრეზიდენტ ობამას განუცხადეს, რომ აშშ-ში ტერაქტების განხორციელების პირდაპირი მუქარები არ არსებობს.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ ბრიუსელის 22 მარტის ტერაქტების შემდეგ განაცხადა, რომ პარიზის და ბრიუსელის ტერაქტები არაფერია იმასთან შედარებით, რაც აშშ-ში მოხდება.

banner
წინა სტატიაშიBrent-ის ფასი 40 დოლარზე დაბლა დაეცა
შემდეგი სტატია(video) ვანო მაჭავარიანი:”მე გამომიგზავნეს ფეისბუქზე კადრები, რომლებიც უნდა გავრცელდეს”