აშშ-ს გრენლანდიის ყიდვა არ სურს, როგორც ამას ტრამპი გეგმავდა

აშშ-ს გრენლანდიასთან თანამშრომლობის გაძლიერება სურს, განსაკუთრებით კომერციული კუთხით, მაგრამ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას, დონალდ ტრამპისგან განსხვავებით, კუნძულის ყიდვა არ სურს – შეერთებული შტატების გენერალურმა მდივანმა ენტონი ბლინკენმა გრენლანდიაში ვიზიტისას თქვა – “ლოკალი” წერს.

ბლინკენმა დანიის ავტონომიური ტერიტორია მოინახულა და ოთხდღიანი ვიზიტი დაასრულა, რომლის ფარგლებში, ასევე, რეიკიავიკშიც იმყოფებოდა. “მე გრენლანდიაში ვარ იმიტომ, რომ შეერთებული შტატები ღრმად აფასებს თქვენთან პარტნიორობას და სურს ეს უფრო ძლიერი გახდეს” – ბლინკენმა თქვა. გასულ წელს აშშ-მ გრენლანდიის დედაქალაქ ნუუკიში ხელახლა გახსნა საკონსულო და სამოქალაქო პროექტებისთვის 12 მილიონი დოლარის გამოყოფის პირობა დადო.

2019 წელს აშშ-ს მაშინდელმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გრენლანდიის ყიდვის სურვილი გამოთქვა, მაგრამ დანიის ხელისუფლებამ მისი წინადადება შეაფასა, როგორც “აბსურდული”. ტრამპის განცახდებამ დიპლომატიურუი დავა გამოიწვია.
შეკითხვაზე, აშშ-მ გრენლანდიის ყიდვაზე საბოლოოდ თქვა თუ არა უარი, ბლინკენმა ღიმილით უპასუხა: “შემიძლია დავადასტურო, რომ ეს ასეა”.

banner
წინა სტატიაშიპეტერბურგელმა ჰაკერებმა ირლანდიის საავადმყოფოებზე კიბერშეტევა განახორციელეს
შემდეგი სტატიაავტოდაზღვევა გასაგებ ენაზე – თიბისი დაზღვევის ახალი კამპანია