აშშ-ს ღია მუქარა ფხენიანს: ჩვენ ვემზადებით!

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა თავის გამოსვლაში, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლებთან შეხევდრისას გააკეთა, ჩრდილოეთ კორეის ხელმძღვანელობას ღია მუქარა შეუთვალა.
,,თუ ჩრდილოეთ კორეა არ შეწყვეტა თავისი ბალესტიკური რაკეტების გამოცდას, ჩვენ ვემზადებით ამ ქვეყნის წინააღმდეგ ახალი მოქმედებების რეალიზაცია დავიწყოთ. გახდება თუ არა საჭირო ახალი მოქმედებები, ეს ჩრდილო-კორეის ქცევებით იქნება განსაზღვრული. ვიმედოვნებთ, რომ ამას ჩრდილოეთ კორეის რეჟიმი გაითვალისწინებს და მომავალში თავის განსხვავებულ გეგმებს შემოგვთავაზებს,, განაცხადა ტილერსონმა, რომელმაც ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ ,,განსხვავებულ გეგმებში,, ის ჩრდილო კორეის მხრიდან ბირთვულ იარაღზე მუშაობის საბოლოო შეწყვეტას გულისხმობდა.

banner
წინა სტატიაშივახტანგ ყოლბაიამ დევნილ ქალბატონს 100 წლის იუბილე მიულოცა
შემდეგი სტატიააშშ-ში ავტოაუქციონი მსხვერპლით დასრულდა