აშშ-ს გენერალი: “თალიბანს” რუსეთი ამარაგებს

რუსეთი მხარს უჭერს და იარაღს აწვდის ავღანურ ტერორისტულ დაჯგუფება “თალიბანს” – ამის შესახებ ავღანეთში აშშ-ს სამხედრო ძალების ხელმძღვანელმა ჯონ ნიკოლსონმა “ბიბისისთან” ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქიმთ, ის მოწმე იყო რუსეთის მიერ ავღანეთში დესტაბილიზაციის გამოწვევის და ირწმუნება, რომ რუსეთი უზბეკეთის საზღვრიდან ავღანელ თალიბებს შეიარაღებას აწვდის.
აშშ-მ ადრეც გააკეთა მსგავსი განცხადება, მაგრამ დღეს ეს რუსეთსა და ნატოს ქვეყნებს შორის დაძაბული ურთიერთობის ფონზე ხდება. რუსეთი ყოველთვის უარყოფდა ბრალდებას და მას აბსურდულს ეძახდა.

banner
წინა სტატიაშიბერლინი და პარიზი სკრიპალის გამო რუსეთის წინააღმდეგ შესაძლო სანქციებს ათანხმებენ
შემდეგი სტატიაივონ მასკმა Tesla-ს და Space X-ის “ფეისბუქ”-გვერდები წაშალა