ირანული მედიის ცნობით, 25 ივლისს სპასეთის ყურის საერთაშორისო წყლებში მყოფ ირანულ საპატრულო გემს, აშშ-ს სამხედრო ხომალდმა ცეცხლი გაუხსნა.
გავრელებული ინფორმაციით, ამერიკული საზღვაო ძალების გემმა Thunderbolt-მა ირანული საპატრულო გემის მიმართულებით, ორი გამაფრთხილებელი გასროლა მოახდინა. “ეს იყო პროვოკაციული და დამაშინებელი გასროლა ამერიკული გემის მხრიდან,, აცხადებს, ირანული რევოლუციის დაცვის კორპუსი, რომელიც ასევე აღნიშნავს, რომ ირანული გემი ,,არ აჰყვა ამერიკელთა არაკვალიფიციურ პროვოკაციას და განაგრძნო პატრულირება,,